თუ კუხო არ იცავს თავის ტერიტორიას, მაშინ ის არ მუშაობს – სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ალენ სიმონიანი იმ პოზიციაზეა, რომ კუხო არ მუშაობს, რადგან ის არ იცავს მის ტერიტორიას, მოცემულ შემთხვევაში, სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას.
“Armepress”-ის ინფორმაციით, ასეთი პოზიცია სიმონიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ სომხეთიდან კუხო-ს გასვლის შესაძლო საკითხზე ისაუბრა. „ბუნებრივია, რომ წასვლის სურვილი არ ექნებათ. მათი გასვლა მათ ქმედებებში ჩანს“.
ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ არ იცის, რა მიზანს ემსახურება კუხო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი სომხეთში.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რაიმე შეიცვალოს სომხურ მხარზე მისი ვიზიტის შემდეგ, სიმონიანმა განაცხადა. „პოზიცია შეიცვლება, როდესაც კუხო გამოაცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები განლაგებულია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე, ანუ კუხო-ს ტერიტორიაზე და ისინი, კუხო-ს ყველა ქვეყანასთან ერთად, მოითხოვენ, რომ ამ შეიარარბულმა ძალებმა ტოვოს სომხეთის სუვერენული ტერიტორია. აქ ბელორუსი და ყაზახი ჯარისკაცების მოყვანა და აზერბაიჯანის ძალით გაყვანა არ არის საჭირო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, სანამ ასეთი განცხადება არ გაკეთდება , კუხო არ მუშაობს. თუ კუხო არ იცავს თავის ტერიტორიას, მაშინ არ მუშაობს“, – განაცხადა სიმონიანმა.







