საზოგადოება
დაე, მოახლოვდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო მშვიდობის დღე. რომის პაპმა შობასთან დაკავშირებით შეტყობინება გაავრცელა

რომის პაპმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გზავნილი გაავრცელა.
როგორც მინდა საყდარში სომხეთის საელჩოს გზავნილიდან ირკვევა, კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი თავის გზავნილში საუბრისას სომხეთსა და აზერბაიჯანსაც შეეხო.
„დაე მოახლოვდეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო მშვიდობის დღე. დაე, ეს წახალისდეს ჰუმანიტარული ინიციატივებით, იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნებით საკუთარ სახლებში ლეგალურ და უსაფრთხო პირობებში, ასევე რელიგიური ტრადიციების და თითოეული თემის თაყვანისცემის ადგილების ურთიერთპატივისცემით“, – ნათქვამია პაპის მიმართვაში.







