პოლიტიკა

რუსეთი სომხეთში მეორე გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს

რუსეთი სომხეთში მეორე გენერალური საკონსულოს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ KP.ru-სთან საუბარში განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი ივანოვმა.

„უახლოეს მომავალში მოხდება რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის მნიშვნელოვანი გაფართოება საზღვარგარეთ.

მომავალი წლების გეგმები მოიცავს დიპლომატიური და საკონსულო წარმომადგენლობების გახსნას გეოგრაფიულ რეგიონებში მდებარე რიგ ქვეყნებში, რომლებიც ჩვენთვის საკვანძო გახდა რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფციის შესაბამისად, რომელიც დამტკიცებულია პრეზიდენტის ბრძანებულებით“. აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button