
2024 წლის 1 იანვრიდან სომხეთი რუსეთის ფედერაციისგან მიიღებს ეეკ ორგანოების თავმჯდომარეობას. ამის შესახებ 25 დეკემბერს ევრაზიის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.
„ჩვენს მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში გაერთიანების წევრი ქვეყნების მხარდაჭერისა და ეფექტური თანამშრომლობის იმედი გვაქვს. სიმბოლურია, რომ სომხეთის თავმჯდომარეობა ემთხვევა ეეკ-ის შექმნის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მეათე წლისთავს“, – დასძინა მან.







