მთავარიპოლიტიკა

კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფაშინიანი და ალიევი მზად არიან ხელი მოაწერონ სამშვიდობო ხელშეკრულებას

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გამოხატავენ მზადყოფნას სამშვიდობო ხელშეკრულების დასასრულებლად. ამის შესახებ იტყობინება რუსული მასმედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით.

„ისინი აფიქსირებენ სრულ მზადყოფნას სამშვიდობო მოლაპარაკებების დასასრულებლად, ერთობლივი დოკუმენტის, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის“, – განაცხადა პესკოვმა პირველ არხთან ინტერვიუში სანქტ-პეტერბურგში დსთ-ს არაოფიციალური სამიტის ფარგლებში. კითხვას, სარისკო არ არის თუ არა კონფლიქტური მხარეების ერთ ადგილზე შეკრება, მან ასე უპასუხა: “აქ არანაირი საფრთხე არ არსებობს”.

ნახეთ მეტი
Back to top button