კულტურა

მთიანი ყარაბაღის ქალაქ ჰადრუთის ისტორიული სომხური იდენტობის წაშლა და ახალი „აზერბაიჯანული იდენტობის“ შექმნა

მთიანი ყარაბაღის ქალაქ ჰადრუთის ოკუპაციის შემდეგ, ჯერ კიდევ 2021 წელს, აზერბაიჯანის მთავრობამ გასცა  ბრძანება, შეემუშავებინათ ქალაქ ჰადრუტის ახალი გეგმა, ქალაქის ისტორიული ნაწილის „რეაბილიტაციისათვის“,  ან რაც იგივე დამახინჯებისათვის.  წერს ვებ-გვერდი monumentwatch.org, რომელიც აკვირდება არცხის კულტურულ მემკვიდრეობას და მიუთითებს 2023 წელს დამტკიცებულ პროექტზე, რომელსაც,  სავარაუდოდ, ქალაქის ისტორიული ბირთვისა და ძეგლების „რეაბილიტაციას“ უნდა მოეხდინა.

„ამ პროგრამაში ასევე შედის წმ. აღდგომის ტაძრის „განახლების“ გეგმა. აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გამოკრული აბრის მიხედვით, განახლებამდე იგეგმება ეკლესიის ირგვლივ გათხრების ჩატარება, შემდეგ კი მისი აღდგენა, კავკასიური აღვანქის კულტურის ამსახველი მუზეუმის დაარსება.

ჰადრუტის ისტორიული ნაწილის „რესტავრაციაზე“  საუბრისას მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ იმავე აზერბაიჯანულმა მხარემ 2020 წლის ოქტომბერში ქალაქისთვის ბრძოლების დროს და განსაკუთრებით ქალაქის ოკუპაციის შემდეგ, ცეცხლი წაუკიდა ქალაქის ისტორიულ  რაიონს  მე-19 საუკუნის სახლებით, რაც კარგად ჩანს აზერბაიჯანელი სამხედროების მიერ გადაღებულ ფოტოებზე და ვიდეოებში, სადაც ჩანს ისტორიული მონაკვეთი კვამლშია გახვეული  და დანგრეულია.

ქალაქის ოკუპაციის შემდეგ იმავე აზერბაიჯანულმა მხარემ ჰადრუტში ააფეთქა არტურ მკრტჩიანის პატრიოტიზმის მუზეუმის შენობა. ქალაქის ისტორიის ამსახველი ექსპონატების ბედი ჯერაც უცნობია.

ქალაქის ოკუპაციის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მთლიანად დაანგრია ჰადრუთში ავეტიკ ისააკიანის  სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობა და მიმდებარე შენობები.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უშუალოდ  ილჰამ ალიევის ბრძანებით იქმნება ახალი იდენტობა და ისტორია ქალაქ ჰადრუთისთვის და მთელი ჰადრუთის რეგიონისთვის, სადაც ადგილობრივები, სომხები არ არიან. ამის ერთ-ერთი პირველი საკანონმდებლო ნაბიჯი იყო ე.წ. ნაკრძალის შექმნა ჰადრუთის რაიონის ისტორიულ თოღის დასახლებაში.

ჰადრუთის დაარსებიდან   მთელი  ისტორიის მანძილზე მოსახლეობის  უმრავლესობა სომეხი ეროვნებისანი  იყვნენ.  ნათქვამის ერთ-ერთი საუკეთესო დამადასტურებელია  მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე რეგულარულად გამოცემული პერიოდული გამოცემები, რომლებიც აღწერდნენ იმპერიის ეთნიკურ შემადგენლობას და დასახლებებს, სადაც ჰადრუტის დასახლება და რეგიონი სომხურად არის აღწერილი.

ამ ახალი იდენტობისა და ისტორიის აგებისას ჩვენ ვხედავთ, რომ ქალაქ ჰადრუტში, რომელსაც არასოდეს ჰყოლია მუსლიმი მოსახლეობა, მეჩეთი მხოლოდ  2021 წელს დაარსდა.

ყველაზე შემაშფოთებელი კი ჰადრუთის წმ. ჰარუთუნის ეკლესიის რესტავრაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე გათხრების ჩატარების ფაქტია. აზერბაიჯანულმა მხარემ არაერთხელ განაცხადა, რომ არცახის ეკლესიების ასობით სომხური წარწერა, ჯვარი, ხაჩკარი ყალბია და ძეგლებს პირვანდელ იერს დაუბრუნებენ, რაც ნიშნავს წარწერების, ჯვარცმისა და ხაჩქარების განადგურებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ადრე გაკეთებული განცხადებები, განსაკუთრებით 2023 წლის 19-20 სექტემბერს არცახის საბოლოო დეპოპულაციის შემდეგ, საომარი მოქმედებები, სამწუხაროდ, პრაქტიკაში ხორციელდება.

როგორც ვხედავთ, აზერბაიჯანულ მხარეს ასევე სურს კავკასიური ალბანეთის კულტურისადმი მიძღვნილი მუზეუმის შექმნა. ეს ჯდება მათ თეორიაში არცახის კულტურული ექსპროპრიაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც არცახის სომხური მემკვიდრეობა არის ალბანური.

ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართულია ქალაქ ჰადრუტის ისტორიის, რეგიონში არსებული ეკლესიების ავთენტურობისა და მთლიანობის შელახვისკენ, აკრძალულია მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო კანონებით.

ქალაქ ჰადრუტის აზერბაიჯანულად წარმოჩენის მცდელობა არღვევს ჰადრუტის რეგიონის დაახლოებით 48 დასახლების, 13 ათასზე მეტი ადამიანის კულტურის უფლებას, რომელიც იძულებით იქნა ჩამორთმეული იძულებით გადაადგილებისა და კულტურული და შემოქმედებითი ცხოვრების აკრძალვის გამო. კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული უფლებები კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების განუყოფელი ნაწილია, როგორც ეს განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში და ყველას, ინდივიდუალურად თუ კოლექტიურად, აქვს უფლება ისარგებლოს კულტურული მემკვიდრეობით და წვლილი შეიტანოს მის გამდიდრებაში. ასევე ვალდებულია პატივი სცეს სხვათა კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც საკუთარს. ამ კონტექსტში აშკარაა, რომ აზერბაიჯანს, მთელი საზოგადოების კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას და მითვისებას, საკუთარი იდენტობის შესაბამისად ცხოვრებისა და შექმნის უფლებას, ახლა სურს დააფიქსიროს მითვისების აქტი ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, რაც არღვევს  სომხური თემის ფუნდამენტურ კულტურულ უფლებებს, რომლებიც ასევე განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში 27-ე მუხლით.

ისტორიული ქალაქ ჰადრუტის სომხური იდენტობის შეცვლა, რომელიც ასევე იყო სომხური კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი, აშკარად არღვევს ქალაქის ისტორიულობის, ავთენტურობისა და მთლიანობის ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებიც გამომდინარეობს იაპონიაში 1994 წელ მიღებული კულტურის ავთენტურობის   შესახებ ნარას დოკუმენტიდან, ისევე როგორც  ICOMOS-ის მიერ 2017 წელს ნიუ დელიში მიღებული დოკუმენტიდან. ნარას დოკუმენტში ავთენტურობის პრინციპების დაცვის შესახებ ნათქვამია, რომ კულტურული ფასეულობების კონფლიქტებში აღმოჩენის  შემთხვევაში საჭიროა კულტურული ფასეულობების ლეგიტიმურობის აღიარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი ნაირა მაილიანი

ნახეთ მეტი
Back to top button