საერთაშორისო

საარჩევნო თვალმაქცობა  აზერბაიჯანში 

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის განაცხადი  17-მა ადამიანმა წარადგინა. როგორც APA იტყობინება, ამის შესახებ ცესკოს პრეზიდენტმა მაზაჰირ ფანაჰოვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ 17-დან 7-მა, რომელთა კანდიდატურაც დამტკიცდა, უკვე წარადგინა ხელმოწერის ფურცლები და სხვა საჭირო დოკუმენტები ცესკოში კანდიდატად რეგისტრაციისთვის. 3 ადამიანის კანდიდატურა უკვე დარეგისტრირდა, 4 ადამიანის დოკუმენტაცია კი უახლოეს დღეებში ცესკოს სხდომებზე განიხილება.

უნდა აღინიშნოს,  რომ მთავარი კანდიდატი მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევია, დანარჩენების წარდგენა და რეგისტრაცია ფორმალური ხასიათისაა.

ნახეთ მეტი
Back to top button