საზოგადოება
2023 წლის სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა ტყვედ აიყვანა 17 ადამიანი

ამ დროისთვის აზერბაიჯანის მიერ დადასტურებული ტყვეთა რაოდენობა 23-ს აღწევს, მათგან 17 2023 წლის სამხედრო მოქმედებების შედეგად იქნ აყვანილი. განუცხადა „ლურერ“-ს («Լուրեր») სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ არგიშტი ქარამიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ცნობები 44-დღიანი ომის დროს 32 ადამიანის იძულებით გაუჩინარების შესახებ, თუმცა აზერბაიჯანი ამ ფაქტს უარყოფს.
საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანული აგრესიას მოჰყვა 223 მსხვერპლი, საიდანაც 25 მშვიდობიანი მოქალაქე იყო. გარდაცვლილთა შორის არის 5 მცირეწლოვანი.







