პოლიტიკა
რუბენ რუბინიანმა და ლუის ბონომ მოსაზრებები გაცვალეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მოგვარების პროცესთან დაკავშირებით

სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ რუბენ რუბინიანმა 9 იანვარს მიიღო კავკასიის საკითხებში აშშ-ის მთავარი მრჩეველი ლუის ბონო.
სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქრისტინა ქუინი.
მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ასევე სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესი.
საუბარი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესს.







