პოლიტიკა

ზანგეზური გადამწყვეტი მარშრუტია როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთის, ისე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებისთვის  –  ექსპერტი

ზანგეზური გადამწყვეტი მარშრუტია როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთის, ისე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებისთვის. ამის შესახებ რადიო „თავისუფლებასთან“  ინტერვიუში კარნეგის ფონდის უფროსმა ექსპერტმა ყარაბაღის კონფლიქტის ექსპერტმა ტომ დე ვაალმა განაცხადა.

ვინ დაიჯერებდა რამდენიმე წლის წინ, რომ ქალაქ კაპანში ნახავთ ევროკავშირის დროშებს, ირანის დროშებს, რომ ფრანგებს სურდათ იქ საკონსულოს გახსნა, რომ რუსები იქ არიან და უცებ ეს  ადგილი გახდება  საერთაშორისო კონკურენციისა და დიპლომატიის ცენტრი, როგორც ეს იყო 1919-1920 წლებში? მაგრამ ეს ისევ ხდება, – აღნიშნა დე ვაალმა.

“და რატომ ხდება ეს?” ისე, ეს გადამწყვეტი მარშრუტია როგორც ჩრდილოეთ-სამხრეთის, ისე აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. დავიწყოთ ამით. გახსოვთ, რომ ნახიჩევანში ჯუღა საბჭოთა-ირანის სარკინიგზო სასაზღვრო პუნქტი იყო, დიდი სასაზღვრო პუნქტი.   რა თქმა უნდა, დაკეტილი იყო და 30 წელია მასში არცერთი მატარებელი არ გასულა.

მაგრამ თუ სიუნიქისა და ზანგეზურის გავლით რკინიგზა აღდგება, მაშინ ჯუღა კვლავ გახდება რუსეთისა და ირანის სარკინიგზო გადასასვლელი. ასე რომ, რუსეთი და ირანი ისევ ამ რეგიონს შეჰყურებენ. აზერბაიჯანისთვის ეს არის კავშირი თურქეთთან, ხოლო დასავლეთისთვის ასევე არის ახალი აღმოსავლეთ-დასავლეთის არხი თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის ტერიტორიით ცენტრალურ აზიამდე. ასე რომ, უცებ ეს პატარა, 43 კილომეტრიანი რკინიგზა ყველას ინტერესების ფარგლებში ექცევა.

და მას შემდეგ, რაც უკრაინის ომმა დახურა აღმოსავლეთ-დასავლეთის ყველა კავშირი, ეს აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ-სამხრეთის არხები კავკასიაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ვფიქრობ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ ყველას ყურადღბა მიპყრობილია სამხრეთ სომხეთის ამ პატარა რეგიონის მიმართულებით“, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button