
სრ უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა მიიღო დელეგაცია ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის დეპარტამენტის უფროსის, რორი დომის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნა.
„მივესალმე დელეგაციის ვიზიტს სომხეთში და ხაზი გავუსვი სომხეთ -ევროკავშირის თანამშრომლობის განვითარებას უსაფრთხოების სფეროში. აღვნიშნე, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა ხელს უწყობს რეგიონში სტაბილური უსაფრთხოების გარემოს არსებობას.
ჩემს თანამოსაუბრესთან ერთად განვიხილეთ ევროპული სამშვიდობო ინსტრუმენტის მეშვეობით სომხეთისთვის მხარდაჭერის პროცესი“, – წერს ის.







