პოლიტიკა

ანდრანიკ ქოჩარიანი აზერბაიჯანული ძალების სომხეთის ტერიტორიიდან უახლოეს მომავალში გაყვანას შესაძლოდ მიიჩნევს

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ანდრანიკ ქოჩარიანი სომხეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანული ძალების გაყვანას უახლოეს მომავალში შესაძლოდ მიიჩნევს.

ARMENPRESS -ის  ინფორმაციით, ასეთი მოსაზრება ქოჩარიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში გამოთქვა.

ქოჩარიანმა დადებითად უპასუხა კითხვას, თვლის თუ არა ის, რომ უახლოეს მომავალში აზერბაიჯანული ძალები სომხეთის ტერიტორიიდან გაიყვანონ. „დიახ. პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვეცადოთ მშვიდობიანი გზით“, – დასძინა ქოჩარიანმა.

კითხვაზე, რა აიძულებს აზერბაიჯანს გაიყვანოს სომხეთის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ქოჩარიანმა უპასუხა: „ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერება, ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება. ყოველდღე უნდა ვიფხიზლოთ და შევასრულოთ ის ამოცანები, რომლებიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას“.

კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყველაფერი  უნდა იყოს მიმართული ხვალინდელი დღისთვის.

„ჩვენ გვაქვს დანაკარგები და ახლა ყოველდღიურად გვიწევს უსაფრთხოების გარემოს გაძლიერება“, – განაცხადა ქოჩარიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button