საზოგადოება
სომხეთში ხელშეკრულების გარეშე ბინების გამქირავებლები დაჯარიმდებიან

2024 წელი 1 თებერვლიდან ისინი, ვინც უძრავ ქონებას ხელშეკრულების ან დეკლარაციის გარეშე გააქირავებენ – დაჯარიმდებიან. ამის შესახებ შსკ პრეზიდენტმა რუსტამ ბადასიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქცენტი ახალაშენებულ კორპუსებში ბინებზე გაკეთდება. „მესაკუთრეებს, რომლებსაც არ აქვთ ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა, უნდა წარადგინონ დეკლარაცია ბინის გაქირავების შესახებ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ეს, მისი აზრით, მესაკუთრეებს გადასახადების გადახდის საშუალებას მისცემს წლის ბოლოს. ”დაახლოებით 5000 ადამიანი გამოეხმაურა მოწოდებას ნებაყოფლობითი დეკლარაციის შესახებ”, – დასძინა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.







