კულტურა
ბიზანტიური ხელოვნებისა და აღმოსავლური ქრისტიანობისადმი მიძღვნილი ლუვრის განყოფილება სომხეთსაც მოიცავს

ლუვრი ემზადება ბიზანტიური ხელოვნებისა და აღმოსავლური ქრისტიანობისადმი მიძღვნილი განყოფილების შესაქმნელად, რომელიც მოიცავს სომხეთსაც. როგორც იუწყება “არმენპრესი”, ამის შესახებ თავის X მიკრობლოგში დაწერა საფრანგეთის ელჩმა სომხეთში ოლივიე დეკოტინიმ.
„წლიურად 9,6 მილიონი ვიზიტორით, ლუვრი პირველია მსოფლიოში. ლუვრი ემზადება ბიზანტიური ხელოვნებისა და აღმოსავლური ქრისტიანობისადმი მიძღვნილი განყოფილების შესაქმნელად, რომელიც მოიცავს სომხეთსაც. სომხეთში კი ლუვრი მხარს უჭერს ერებუნის მუზეუმის ხელახლა დაპროექტებას“, – წერს საფრანგეთის ელჩი.







