კულტურა

ჰამო ბეკნაზარიანის ფილმები ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში იქნება ნაჩვენები

სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფინანსებული ფილმების დიგიტალიზაციისა და აღდგენის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სომხეთის ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით სომხური ფილმები აღდგენილ იქნა 4K ფორმატში.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ კულტურულ პლატფორმაზე ნიუ -იორკის თანამედროვე ხელოვნების MoMA მუზეუმში მე-20 საერთაშორისო ფესტივალის “The International Festival of Film Preservation” ფარგლებში, 28 იანვარს, 13:30 საათზე და 31 იანვარს, 13:00 საათზე, ნაჩვენები იქნება სომხური კინოს ფუძემდებელ ჰამო ბეკნაზარიანის ფიმები “სახლი ვულკანზე” (1928) და “ქვეყანა ნაირი” (1930) 4K აღდგენილი ფორმატით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2022 წლის იანვარში, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ფესტივალის «To Save and Project» ფარგლებში, ნაჩვენები იყო სერგეი ფარაჯანოვის 4K ფორმატში რესტავრირებული ფილმი “ჰაკობ ჰოვნათანიანი”, კინოლენტის ვარიანტით ფილმი და გადაეცა მუზეუმს მუდმივ შესანახად.

ეს არის პირველი სომხური ფილმი, რომელიც გადაეცა მუზეუმის მუდმივ დაცვას. ეს ფილმი ასევე აღდგენილია სრ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

ნახეთ მეტი
Back to top button