
აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში არ არის ისეთი პუნქტი, რომელიც მხოლოდ ერთი მხარის მოქმედებას ითვალისწინებს, ყველა თეზისი ეხება როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს.
ამის შესახებ „არმენპრესის“ ცნობით, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბოლო რიტორიკაზე და მასზე სომხური მხარის რეაქციაზე მითითებით, სიმონიანმა განაცხადა, რომ მკვეთრი არაფერი მომხდარა, სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე წინადადებების გაცვლა გრძელდება.
თუმცა, ალენ სიმონიანმა შენიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის რიტორიკა ხშირად მოლაპარაკების ლოგიკის მიღმაა.
შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ მან თქვა, რომ ყველა თეზისი ორივე მხარეს ეხება. „შეთანხმების პროექტში არაფერია, რაც მხოლოდ ერთ მხარეს ეხება. მაგალითად, როდესაც ვსაუბრობთ ჯარების გაყვანაზე, ვსაუბრობთ სარკისებურ გაყვანაზე. ყველა თეზისი ეხება როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს“, – განაცხადა მან.







