მთავარიპოლიტიკა

სამშვიდობო  ხელშეკრულებაში  „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ პუნქტი არ არის და ვერც იქნება  –   ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი

სამშვიდობო ხელშეკრულებაში  „ზანგეზურის დერეფნის“ შესახებ პუნქტი არ არის და ვერც იქნება. ჩვენ ვთქვით  დიახ, ჩვენ გვესმის, რომ აზერბაიჯანს სურს თავისი ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეზე გადასასვლელი გზა, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ გავხსნათ მათთვის ყველა გზა, ჩვენ ვთქვით, რომ შესაძლოა, გზით სარგებლობის პროცესი გავამარტივოთ, მაგრამ  ექსტრატერიტორიული ვერაფერი ვერ იქნება.  ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განუცხადა.

რაც შეეხება აზერბაიჯანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. „არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირი მოლაპარაკებებიც შედგეს,  რადგან პირდაპირი მოლაპარაკების დადებითი მაგალითი გვქონდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის ფიქსაციაც. მაგალითად, 32 ტყვეს დაბრუნება პირდაპირი საუბრის შედეგი იყო, რაც არ არის ცუდი მაგალითი, მაგრამ, ვიმეორებ, ერთი მეორეს არ გამორიცხავს“.

ნახეთ მეტი
Back to top button