მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით ხორვატიას ეწვევა

სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 18-19 იანვარს ხორვატიას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

როგორც სომხეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს,  ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრ გორდან გრლიჩ რადმანთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.

წყაროს ცნობით, სრ  საგარეო საქმეთა მინისტრის არარატ მირზოიანის ამ ვიზიტს წინ უძღოდა   2023 წლის ივლისში მინისტრ მირზოიანის მონაწილეობა უსაფრთხოების საკითხებზე კონფერენციაში ხორვატიაში, დუბროვნიკში, ასევე ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრის გორდან გრლიჩ რადმანის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში იმავე წლის თებერვალში.

ნახეთ მეტი
Back to top button