ეკონომიკა

ევროპაში გაზის ფასი განახლებადი ენერგიის წყალობით კვლავ იკლებს. Bloomberg

გაზის ფასი ევროპაში 2023 წელს 2022 წლის პიკთან შედარებით 60 პროცენტით შემცირდა. კლება ძირითადად გრძელდება გაზის რეკორდული მარაგებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამო, იტყობინება სააგენტო Bloomberg.

გასული წლის ოქტომბერში პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გამწვავებისა და წითელ ზღვაში შექმნილი ვითარების მიუხედავად, ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის ფასი კლებას განაგრძობს. ბლუმბერგი ამ ფენომენს ხსნის გაზის რეკორდული მარაგებით, განახლებადი ენერგიის წყაროებში ფართო ინვესტიციებით, ასევე დაბალი ეკონომიკური ზრდით, რაც ზღუდავს ენერგიის მოთხოვნას დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებში.

თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ ფასების შემცირება შეჩერდეს და ევროპის ქვეყნები, ასევე იაპონია, აშშ და ჩინეთი კვლავ კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.

„მხოლოდ ფასებს რომ შევხედოთ, შეიძლება ჩანდეს, რომ კრიზისი დასრულდა“, – ციტირებს სააგენტო შვეიცარიული კვლევითი ფირმის MET International-ის HBG სავაჭრო განყოფილების ხელმძღვანელს ბალინტ კონტს.

ფასები შეიძლება კვლავ გაიზარდოს ამ გათბობის სეზონზეც კი, თუ ადგილი ექნება მიწოდების უეცარ შეწყვეტას ან ხანგრძლივი სიცივის პერიოდს”.

ნახეთ მეტი
Back to top button