ეკონომიკამთავარი

მხითარ ჰაირაპეტიანი ეწვია სომხურ უპილოტო თვითმფრინავების მწარმოებელ კომპანია „დავარო“-ს

სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრი მხითარ ჰაირაპეტიანი ეწვია მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს ერევნის მათემატიკური მანქანების ქარხანას (მერგელიანის ინსტიტუტი), დსს ,,ჰატუკ კაპ“-ს, სსს ,,გეოკოსმოს“-სა და შპს „დავაროს“, გაეცნო კომპანიების სტრუქტურასა და საქმიანობას, გაესაუბრა თანამშრომლებს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. მხითარ ჰაირაპეტიანმა დაათვალიერა დსს  ,,ერევნის მათემატიკური მანქანების ქარხანა“, გაეცნო საწარმოო შესაძლებლობებს, ქარხნის ამჟამინდელ მდგომარეობას და მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს. კომპანია “ჰატუკ კაპ”-ში მინისტრს გააცნეს კომპანიის საქმიანობა და მიღწევები, პრობლემები და მათი გადაჭრის შესაძლებლობები. მინისტრი ასევე ეწვია დსს “გეოკოსმოსს”, გაეცნო მიმდინარე და სამომავლო პროგრამებს, კომპანიის თანამშრომლობის ჩარჩოებს კოსმოსური საქმიანობის სფეროში. ტურის დასასრულს მხითარ ჰაირაპეტიანმა სომხური დრონების მწარმოებელი კომპანია „დავარო“ მოინახულა. შეხვედრებზე მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეულ პრობლემასთან უნდა იყოს ინსტიტუციური მიდგომა, მიეცეს გონივრული გადაწყვეტილებები და გაიზარდოს მომსახურების ხარისხის მაჩვენებელი.

ნახეთ მეტი
Back to top button