მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად ახალი მოკავშირეების საჭიროებას ხედავს

სომხეთმა უნდა სცადოს ახალი მოკავშირეების მოძებნა უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა საღად მოაზროვნე და რაციონალური სახელმწიფო ყოველთვის უნდა ცდილობდეს ახალი მოკავშირეებისა და მხარდამჭერების პოვნას.

„ეს განსაკუთრებით აშკარა და აუცილებელი იყო ჩვენთვის ისეთი კატასტროფის შემდეგ, როგორიცაა 2020 წლის ომი და მას შემდგომი მოვლენები. ჩვენ შევეჯახეთ  სიტუაციას, როდესაც ჩვენი მოკავშირე მექანიზმები არ აკმაყოფილებდა ჩვენს მოლოდინს.  ამ პირობებში, ბუნებრივია, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა ცდილობდეს ახალი მოკავშირეების მოძებნას მისი უსაფრთხოების პრობლემების აღმოფხვრისა და მოგვარების მიმართულებით“, – განაცხადა მირზოიანმა და უარყო ინფორმაცია უსაფრთხოების სხვა სისტემებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ხელმოწერის შესახებ.

ამ კონტექსტში მინისტრმა ასევე გაიხსენა სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განლაგება, რამაც გაზარდა საზღვარზე უსაფრთხოების დონე, ასევე პარტნიორების განცხადებები სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობასა და საზღვრების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით.

ნახეთ მეტი
Back to top button