საზოგადოება

კენტერბერის მთავარეპისკოპოსთან შეხვედრისას კათოლიკოსმა გარეგინ II-მ რეგიონში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა

28 იანვარსმისი უწმინდესობა  უზენაესი პატრიარქი და სრულიად სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სომხურ ეპარქიაში საპატრიარქო ვიზიტის ფარგლებში ანგლიკანური ეკლესიის წინამძღვარს, კენტერბერის მთავარეპისკოპოსს, უწმინდესობას ჯასტინ უელბის შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს არცახიდან იძულებით დევნილი სომხების წინაშე მდგარი საკითხები, ტყვეების დაბრუნება, არცახის სომხური სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საკითხი და რეგიონში არსებული ვითარება.

ნახეთ მეტი
Back to top button