27-28 იანვარს, არცახის მხარდასაჭერად, ევროპის 50-ზე მეტ ქალაქში მოეწყო შეკრებები და საპროტესტო აქციები

მოძრაობამ „ევროპელები არცახისთვის“ 2024 წლის 27-28 იანვარს მეორე პანეევროპული აქცია გამართა არცახის მოსახლეობის მხარდასაჭერად. პირველი იყო 2023 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში და ევროპის 13 ქალაქში ერთდროულად საპროტესტო აქციები მოეწყო.
ამჯერად, ევროპის 50-ზე მეტ ქალაქში ორგანიზებული სხვადასხვა ინიციატივით, მოძრაობის მონაწილეებმა ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობას მოსთხოვეს დაეგმოთ აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდისა და გენოციდური პოლიტიკა. მოითხოვენ სომეხი ტყვეების და არცახის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლების გათავისუფლებას, იძულებით დევნილ არცახელ სომხების მხარდაჭერას, ასევე ბაქოსათვის სანქციების დაწესებას.
ორგანიზებულ ღონისძიებებში ასობით ევროპულ-სომხური ორგანიზაცია ერთობლივად მონაწილეობდა. ორდღიანი ღონისძიებების წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სათემო საბჭოებმა, საეკლესიო, პოლიტიკურმა, საქველმოქმედო, სპორტულმა, ახალგაზრდულმა, კულტურულმა, ადგილობრივმა და პანსომხურმა გაერთიანებებმა.







