საზოგადოება

არცახისადმი მიძღვნილი  აქციები  და სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა ევროპის 50-ზე მეტ ქალაქში

როგორც AREMENPRESS-ი აქვეყნებს, მოძრაობა „ევროპელები არცახისთვის“ ფარგლებში  ორმოცდაათზე მეტ ევროპულ ქალაქში გაიმართა არცახის მხარდასჭერი ღონისძიებები.   „ბრძოლა უნდა გაგრძელდეს“ სლოგანით ჩატარებული აქციებისა და სხვა ღონისძიებების მთავარი მიზანი იყო აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდისა და გენოციდური პოლიტიკის დაგმობა, აზერბაიჯანში დაკავებული ყველა ტყვეს  გათავისუფლების მოთხოვნა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება.  ორდღიანი აქციებით ასობით ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, გადავიდნენ ახალ ეტაპზე არცახელი სომხების უფლებებისთვის ბრძოლის მიმართულებით.

როგორც ბრიუსელში მყოფი „ARMENPRESS“ –իս კორესპონდენტი იტყობინება, საფრანგეთის თექვსმეტ ქალაქში სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები და ფრანგი პოლიტიკოსები ერთი და იგივე მოთხოვნით გაერთიანდნენ: სამართლიანობა არცახელი სომხებისთვის. ხალხმრავალი იყო პარიზში, ალფორტვილში, არნოდვილში, ნიცაში, ისი-ლე-მულინოში, ვალანსსა და სხვა ქალაქებში გამართული ღონისძიებები. სომხეთის მხარეს იყვნენ პოლიტიკოსებიც. ნისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო თურქმა დისიდენტმა მოღვაწემ პენარ სელეკმაც, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა არცახელ სომხებს და განაცხადა, რომ მზად არის იბრძოლოს სომხეთისთვის, რადგან მსოფლიო ვალშია სომხეთტან სამართლიანობის განხრით.  „სომხეთის დაცვით ჩვენ ასევე დავიცავთ სამართლიანობას, ღირსებასა და მშვიდობას“, – განაცხადა სელეკმა.

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მთიანი ყარაბაღისადმი მიძღვნილი მხატვრული ღონისძიება გაიმართა, სადაც ქალაქის სკაუტები მონაწილეობდნენ. აქციები მიმდინარეობდა სოტერთელიოსა და ვესტეროსის ცენტრალურ მოედნებზე, როგორც ადგილობრივი სომხების, ისე შვედების მონაწილეობით.

ავსტრიის დედაქალაქ ვენაშიც გაიმართა შეკრება არცახი სომხების უფლებების დაცვის მხარდასაჭერად.

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონშიც მოეწყო სხვადასხვა ღონისძიებები და მიიღეს განცხადება, რომელიც მხარს უჭერს არცახი სომხების უფლებების დაცვას.

კიოლნში, ჰამბურგსა და ბრემენში სომეხმა ახალგაზრდებმაც გამართეს შეხვედრა და გამოხატეს მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ არცახელ სომხებს.

ბრიუსელში, შეხვედრა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გაიმართა, რომელსაც ბელგიელი პოლიტიკოსები, აკადემიკოსები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნიდერლანდების ქალაქ ალმელოსა და არნემში შეკრებილებმაც გამოხატეს მხარდაჭერა არცახი სომხების მიმართ და აღიარეს  სომხური დიასპორის მნიშვნელოვანი როლი ამ რთულ პერიოდში.

საბერძნეთში, ათენში, კავალაში, თესალონიკში, პირეოსსა და სერესში გამართულ შეკრებებში სახელმწიფო მოღვაწეები მონაწილეობდნენ და გამოხატეს მხარდაჭერა არცახი სომხების უფლებების დაცვის მიმართ.

ბულგარეთის ქალაქებში ბურგასში, ვარნაში, რუსეში, პლოვდივში, სოფიაში, ხასკოვოში, შუმენში ბულგარელი სომხები მონაწილეობდნენ ადგილობრივ სომხურ ეკლესიებში არცახელი  სომხების უფლებებისთვის ბრძოლის ღონისძიებებში.

კვიპროსელმა სომხებმა თავიანთი ხმა ნიქოზიასა და ლიმასოლსაც მიაწვდინეს. ამ ქალაქებში კვიპროსელი პოლიტიკოსებიც ადგილობრივი სომხების მხარეს იყვნენ.

რუმინეთის ქალაქ იაშისა და კონსტანტაში გამართული ღონისძიებების მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ბაქოში უკანონოდ მყოფი სამხედრო ტყვეებისა და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას.

მხარდამჭერი შეკრებები საქართველოშიც გაიმართა. თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის წინ გამართულ შეკრებაზე სტუდენტებმა წაიკითხეს წერილი ევროკავშირის წარმომადგენლისადმი.

მოძრაობის „ევროპელები არცახისთვის“ ეგიდით ერთობლივი ძალისხმევით მოეწყო და  ორი დღის განმავლობაში ჩატარებული იქნა მხარდამჭერი შეკრებები და ღონისძიებები ევროპის ორმოცდაათ ქალაქში.

ნახეთ მეტი
Back to top button