ეკონომიკა

სომხეთში  განიხილეს საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცისა და ევროპის ქვეყნებიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემოტანის საკითხი

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროში სურსათის უვნებლობის ინსპექტირების ორგანოს მმართველი საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე ვაჰან ქერობიანი უძღვებოდა. “ARMENPRESS”-ის  ცნობით, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს შეტყობინებას.

სხდომაზე SATM-ის ხელმძღვანელმა არმენ ჰაირაპეტიანმა ინსპექტირების ორგანოს 2023 წლის წლიური ანგარიში წარადგინა.

ყურადღება გამახვილდა  2022 და 2023 წლებში დაფიქსირებული საკვები ფაქტორით გამოწვეული ნაწლავური ინფექციური დაავადებებისა და მოწამვლის შემთხვევებზე, ასევე გატარებულ ღონისძიებებზე, შედეგებსა და დასკვნებზე.

დღის წესრიგში განხილულ თემებს შორის იყო სასაკლაოზე  ბეწვის სარეწის მოწყობის პროცესი, არსებული პრობლემები და სამომავლო ამოცანები.

განხილული იქნა მწარმოებლის/დამამზადებლის მიერ სურსათის წარმოების/მომზადების პროცესების განხორციელებისას საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული კონტროლის წერტილების სისტემის (НАССР) პრინციპებზე დაფუძნებული პროცედურების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

დღის წესრიგში ასევე იდგა საქართველოდან გაყინული ქათმის ხორცის და ევროპის ქვეყნებიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემოტანის საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button