პოლიტიკა

გზების განბლოკვა ქვეყნების სუვერენიტეტის ფარგლებში უნდა მოხდეს  -ირანის ელჩი სომხეთში

ირანის პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო: რეგიონში გზების განბლოკვა ქვეყნების სუვერენიტეტის ფარგლებში უნდა მოხდეს. ამის შესახებ სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანიმ 6 თებერვალს ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიოში მიღებულია, რომ თუ დერეფანზე საუბრობენ, ეს აღიქმება როგორც კონტაქტის შესაძლებლობა, მაგრამ ამ რეგიონში ეს სულ სხვანაირად აღიქმება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მშვიდობისა და მეგობრობის რიტორიკას შეუძლია მშვიდობის მოტანა.

აზერბაიჯანის მხრიდან სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნის გახსნის მცდელობის შემთხვევაში ირანის ქმედებების შესახებ კითხვაზე, ელჩმა აღნიშნა, რომ თეირანი ვერ გასცემს შეფასებას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს და რა არა. „რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოვიქცევით სომხეთში, ეს დამოკიდებულია სომხეთის მთავრობის პოზიციაზე“, – განმარტა მან.

მეჰდი სობჰანიმ დასძინა, რომ თუ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მიერ შემოთავაზებული „მშვიდობის გზაჯვარედინზე“ გაცოცხლდება, მაშინ უზრუნველყოფილი იქნება სარკინიგზო კომუნიკაციაც.

„ამ შემთხვევაში ჯუღას გავლით ნახიჩევანიდან ერასხამდე სარკინიგზო კავშირის დამყარება იქნება შესაძლებელი“, – დაასკვნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button