ირანის ელჩმა განაცხადა, რომ სომხეთს აქვს უპირატესობა აზერბაიჯანთან შედარებით შავ ზღვაზე გასვლის კუთხით

თუ შევადარებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის გავლით შავი ზღვისკენ მიმავალ მარშრუტებს, დავინახავთ, რომ ამ მარშრუტის გავლა სომხეთის ტერიტორიაზე ორი დღით ადრე შეიძლება. ამის შესახებ სომხეთში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მეჰდი სობჰანიმ 6 თებერვალს ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.
სომხეთზე გამავალი გზის მიმზიდველობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, აუცილებელია კანონების ლიბერალიზაცია, საბაჟო გადასახადების შემცირება, ახალი გზების მშენებლობა ან არსებული გზების გაუმჯობესება, დასძინა დიპლომატმა.
მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში იგეგმება ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა, რომლებიც ამ მიმართულებით იმუშავებენ.
„ირანისთვის სომხეთი საუკეთესო მიმართულებაა ჩრდილოეთისა და შავი ზღვისკენ გასასვლელად. სომხეთისთვის ირანი ასევე საუკეთესო ადგილია სამხრეთისკენ, იმავე ჩაბაჰარის პორტში გასასვლელად“, – დასძინა ელჩმა.
მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ არის სამუშაოები ერევნის სამხრეთით გზის მონაკვეთზე (ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში – რედ.).
„აგარაკ-ქაჯარანის გზის 32 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. თებერვლის ბოლოს იგეგმება ამ პროექტის განხორციელების პრაქტიკული საფეხურების გაგრძელება. ეს გზა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი საქონლის ბრუნვის გაზრდისთვის“, – დასძინა მეჰდი სობჰანიმ.
ამასთან, მისი თქმით, სომხეთის გზის სამხრეთ ნაწილს რელიეფური კვლევა სჭირდება, იმის გათვალისწინებით, რომ ის მთიანი ქვეყანაა.
თუ გზა აშენდება, ეს იქნება რევოლუციური მოვლენა რეგიონისთვის სატრანსპორტო კუთხით“, – დაასკვნა ელჩმა.







