პოლიტიკა

აზერბაიჯანი   სიტყვის პატრონი არ არის, არც   ხელმოწერილ დოკუმენტებს იცავს  – რა უშლის ხელს მოლაპარაკებებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიტანულ ჟურნალ „The Telegraph“-თან 43 წუთიან ინტერვიუში აზერბაიჯანთან „სამშვიდობო ხელშეკრულებაზე“  მოლაპარაკებებსა და უსაფრთხოების მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიმართულებით დივერსიფიკაცია უკვე რეალობაა ევროკავშირში, აშშ-ში, საფრანგეთში, ირანში, ინდოეთში და სხვა მიმართულებებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს რუსეთთან კავშირების გაწყვეტას, განმარტა ფაშინიანმა.

თვეების სხვაობით, გამოკვეთილი ოპტიმიზმი უარყოფით შეფასებებში გადადის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებს რეალურად გაჭიანურებულს უწოდებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ბრიტანული გაზეთის “The Telegraph”-ის ფართო აუდიტორიას დეტალურად განუმარტა, თუ რატომ არ ტარდება ალიევთან შეთანხმებული შეხვედრები.

„ის, რომ ამდენი დრო დავკარგეთ, არ არის დადებითი ნიშანი. როცა მოვლენებს ერთმანეთის გვერდიგვერდ ვაყენებთ, მაგალითად, სომხეთში, არიან ანალიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანი ნაბიჯ-ნაბიჯ უკან იხევს და უარს ამბობს საერთაშორისო პლატფორმებზე და ჩვენს შორის მიღწეულ შეთანხმებებზე. არის ანალიზები, რომ აზერბაიჯანი მიღწეული შეთანხმებებიდან უკან იხევს. განცხადებები, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 2024 წლის იანვრის დასაწყისში აზერბაიჯანულ ტელევიზიასთან ინტერვიუში გააკეთა, მე შევაფასე, როგორც დარტყმა სამშვიდობო პროცესზე. მაგრამ ეს დარტყმა არ არის მხოლოდ ცალკეული პროცესი. ეს დაიწყო ჯერ მთიანი ყარაბაღის ეთნიკური წმენდით, მეორე გრანადას შეხვედრის უარყოფით, შემდეგ ბრიუსელის შეხვედრის უარყოფით და ასევე მომავალი შეხვედრების უარყოფით.

ბოლოს ფაშინიანი და ალიევი 26 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ორგანიზებული დსთ-ს არაფორმალური სამიტის დროს შეხვდნენ. მოლაპარაკებები, როგორც ასეთი, არ შედგა, მას მიეცა ფორმულირება „მოკლევადიანი არაფორმალური კონტაქტების“ შესახებ და ეს შეხვედრა პირველი იყო სექტემბერში არცხის იძულებითი დეპოპულაციის შემდეგ.

სანკტ-პეტერბურგამდე ალიევმა უკვე მიატოვა დაგეგმილი მოლაპარაკებები, ყველა დასავლურ პლატფორმაზე. ახლა ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პრინციპები 3 საერთაშორისო ფორმატშია შეთანხმებული.

„პირველი შედგა 2022 წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში ოთხმხრივ შეხვედრის დროს. ჩვენ მივიღეთ ერთობლივი განცხადება, რომელშიც ჩაწერილია, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის ალმათის დეკლარაციის საფუძველზე. ალმათის დეკლარაცია უნდა გახდეს დემარკაციისა და დელიმიტაციისსაფუძველი. რაც ნიშნავს, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დემარკაციის პროცესში არ უნდა შეიქმნას ახალი საზღვარი, არამედ ალმათის დეკლარაციაში დადასტურებული საზღვრები უნდა იქნას გამოხატული რუკებზე. ეს არის პირველი ფუნდამენტური შეთანხმება“.

შემდეგი შეთანხმება მიღწეულ იქნა 30 ოქტომბერს.  რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის ხელი მოეწერა სამმხრივ განცხადებას, სადაც მხარეებმა წერილობითი განცხადებით აღიარეს ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და აცხადებენ, რომ უარს ამბობენ ძალისა და ძალის მუქარაზე. მოლაპარაკების გზით მოაგვარებს ყველა საკითხს. ეს შეთანხმება ასევე გახდა მესამე ფუნდამენტური პრინციპის ჩამოყალიბებისა და ფორმულირების საფუძველი, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში კომუნიკაციების გახსნა, გზების განბლოკვა და ერთმანეთისთვის გახსნა მოხდება ქვეყნის სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პატივისცემის პირობებში.ყველა ეს პრინციპი დაფიქსირდა 14 მაისს და 15 ივლისს ბრიუსელში გამართული სამმხრივი შეხვედრების შედეგად, საჯარო დოკუმენტებით.

„ძირითადად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების არქიტექტურა და პრინციპები შეთანხმებული იყო და გასული წლის ბოლოს გვეჩვენებოდა, რომ ძალიან ახლოს ვიყავით საბოლოო ხელშეკრულების ტექსტის საბოლოოდ შეთანხმებასთან, მაგრამ დასაწყისში აზერბაიჯანმა სამჯერ თქვა უარი სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, რის შემდეგაც აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.  ფაქტობრივად, ჩვენ ამ საკითხზე ვართ და ვვარაუდობ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ამ პუნქტების განხორციელებას, თუ იქნება პოლიტიკური ნება“.

ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთში საჭირო პოლიტიკური ნება არსებობს. საკუთარი სახელით ის პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. ის იმედს გამოთქვამს, რომ იგივე ლოგიკით იმოქმედებენ რეგიონის სხვა ქვეყნებიც. გაჭიანურებული მოლაპარაკებების პირობებში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ახალი ომის საშიშროებას ასე აყალიბებს:

„მე ვეყრდნობი დოკუმენტებს. თუ აზერბაიჯანს მიაჩნია,  რომ ის არ ცნობს მის მიერ ხელმოწერილ და მიღებულ არცერთ დოკუმენტს, ეს საჯაროდ უნდა გამოაცხადოს. თუ აზერბაიჯანი არ სცემს პატივს ან არ უნდა პატივს სცემდეს თავის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს, მაშინ აზერბაიჯანს შეუძლია ტავს დაესხას ნებისმიერ ქვეყანას. რატომ მხოლოდ სომხეთი? თუ ის პატივს არ სცემს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, მაშინ მიმოიხედე გარშემო, მას შეუძლია ტავს დაესხას ნებისმიერ მეზობელ ქვეყანას. მე ვფიქრობ, რომ ყველა თავმოყვარე სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი ვალდებულებები“.

ნახეთ მეტი
Back to top button