რუბენ ჰაირაპეტიანი, რომელიც გამოძიების ქვეშ იმყოფება, მოსკოვში სასტუმროების ბიზნესს იწყებს: HETQ

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა (2002-2018) პრეზიდენტმა, ეროვნული ასამბლეის ყოფილმა (2003-2012) დეპუტატმა, ბიზნესმენმა რუბენ ჰაირაპეტიანმა, რომელიც სომეხი სამართალდამცავების მიერ იძებნება, მოსკოვში კომპანია დააარსა, წერს HETQ.
მისმა კომპანიამ სახელმწიფო რეგისტრაცია ერთი თვის წინ, 10 იანვარს მიიღო. გენერალური დირექტორი რუბენ ჰაირაპეტიანია. შპს-ს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სასტუმრო ბიზნესი, სხვა სფეროებს შორის არის საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა, სპეციალიზებული სამშენებლო საქმიანობების ზოგიერთი სახეობა, რესტორნის მომსახურება, სასმელების მირთმევა, ტურისტული სააგენტოების საქმიანობა, მასაჟის სალონები და სხვა.
ამ ყველაფრით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ რუბენ ჰაირაპეტიანი მოსკოვში სასტუმროების ბიზნესს იწყებს.
ჰაირაპეტიანის კომპანია რეგისტრირებულია რუსეთის დედაქალაქის რამენკის რაიონში, მოსფილმოვსკაიას 70-ში მდებარე ერთ-ერთ ახალაშენებულ მაღალსართულიანში.
შეგახსენებთ, რომ რუბენ ჰაირაპეტიანს სომხეთში ეძებენ. მის მიმართ მიმდინარეობს ორი სისხლის სამართლის პროცესი, რომელთაგან ერთს საგამოძიებო კომიტეტი იძიებს, მეორეს კი ანტიკორუფციული კომიტეტი.
2023 წლის თებერვალში HETQ-ი წერდა სომეხი სამართალდამცავების მიერ ძებნილ კიდევ ერთ ყოფილ თანამდებობის პირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე, დეპუტატ მიჰრან პოღოსიანზე, რომელმაც ასევე ბიზნესი მოსკოვში დაიწყო.







