პოლიტიკა
სომხურ მხარეს ჰყავს 4 მსხვერპლი, 1 დაჭრილი – ანდრანიკ ქოჩარიანი

სომხური პოზიციების მიმართულებით სოფელ ნერქინ ჰანდთან აზერბაიჯანული ცეცხლის შედეგად სომხურ მხარეს ჰყავს 4 დაღუპული და 1 დაჭრილი, განუცხადა „თავისუფლებას“ ეროვნული ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრანიკ ქოჩარიანმა.
ცხედრების ნაწილი ამოღებულია, მათ შორის წვევამდელები არ არიან“, – განაცხადა ქოჩარიანმა.
სომხური მედიის ცნობით, სოფელ ნერქინ ჰანდთან აზერბაიჯანული ცეცხლის შედეგად დაღუპულნი არიან მოხალისეთა კავშირის “ერკრაპაჰის” წევრები.
დღეს, 05:30 საათიდან, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ცეცხლი გახსნეს მცირე კალიბრის იარაღით ბერქინ ჰანდის სექტორში მდებარე სომხური პოზიციების მიმართულებით, წინასწარი მონაცემებით, სომხურმა მხარემ ცნობა გაავრცელა ორი მსხვერპლის შესახებ. 09:30 საათზე ცეცხლი შეწყდა.







