მთავარიპოლიტიკა

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და სტაბილური მშვიდობისკენ მოუწოდეს

საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ფარგლებში გამართული შეხვედრის შედეგების საფუძველზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც ასევე სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას ეხება. წერს ARMENPRESS-ი.

„ჩვენ მოვუწოდებთ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და სტაბილური მშვიდობისკენ და მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობის ძალისხმევას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button