პოლიტიკა

სომხეთი საელჩოსათვის საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტის კუთვნილ შენობას შეისყიდის

სომხეთი შეისყიდის საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის მე-3 პრეზიდენტის, ვალერი ჟისკარ დ’ესტენის კუთვნილ შენობას, რომელიც მდებარეობს პარიზის მე-16 ოლქში, რათა იქ სრ საელჩო განთავსდეს. როგორც იუწყება Armenpress-ი, საკითხი სომხეთის მთავრობის 15 თებერვლის სხდომის დღის წესრიგშია.

აღნიშნულია, რომ პროექტის მიღება განპირობებულია საფრანგეთის რესპუბლიკაში სომხეთის საელჩოს შენობის შეძენის აუცილებლობით.

„შემოთავაზებული შენობა მდებარეობს პარიზის მე-16 ოლქში, მას აქვს ისტორიული ღირებულება, რადგან 1956 წლიდან იგი ეკუთვნოდა საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკის მე-3 პრეზიდენტს ვალერი ჟისკარ დ’ესტენს. საფრანგეთში სრ საელჩოს ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად გამყიდველი დათანხმდა მის გაყიდვას 23 მილიონ ევროდ, ხოლო ავტორიტეტული შემფასებელი ორგანიზაციების შეფასებით, შენობის რეალური ღირებულება ამ თანხას მნიშვნელოვნად აღემატება.

მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, გაყიდვის განზრახვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, სომხურმა მხარემ, მოქმედი პროცედურის მიხედვით, უნდა გადარიცხოს წინასწარი თანხა მთლიანი თანხის 10 პროცენტის ოდენობით“, აღნიშნულია პროექტის დასაბუთებაში.

პროექტის მიხედვით, შემოთავაზებულია შენობის შესაძენად გათვალისწინებული თანხის წინასწარი გადახდა, ამიტომ შემოთავაზებულია სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხარჯზე 2 მილიონ 300 ათასი ევროს ტოლფასი დრამის გამოყოფა.

ნახეთ მეტი
Back to top button