პოლიტიკა

ჩვენი რეგიონი და მისი პრობლემები: რა აზრს გამოთქვამენ ეკონიმისტი და პოლიტოლოგი

თურქეთი და საქართველო ვალდებულნი არიან  სომხეთს,  ტრანზიტების განსახორციელებლად, უსასყიდლოდ გამოუყონ  ზღვის თავისუფალი სანაპირო, ამტკიცებს ეკონომისტი და ვარაუდობს, რომ აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი კონვენციის რატიფიცირება. თურქეთისა და საქართველოს  საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ მარტში გაიმართება საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალისა და „შუა დერეფნის“ საკითხები განიხილება.  ეს უკანასკნელი საინტერესოა სომხეთისთვისაც, რადგან არის შემოთავაზება  მასში გაწევრიანების შესახებ.

სომხეთმა აქტიური ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გაატაროს როგორც რეგიონალურ პროგრამებში, ასევე სატრანსპორტო დიპლომატიის საკითხებშიც, – განაცხადა ეკონომისტმა თათულ მანასერიანმა „რადიოლურთან“ საუბრისას, თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მარტში დაგეგმილ შეხვედრაზე საუბრისას. შეხვედრაზე განსახილველი თემები გაურკვეველია, ინფორმაცია საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინ გამართულ შეხვედრაზე გავრცელდა, რომლის ფარგლებშიც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის განვითარებისა და  „შუა დერეფნის“ განვითარების საკითხი განიხილება. ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ, ეს განხილვები ჩატარდება მარტში.

„შუა დერეფანი“ არის სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც გადაჭიმულია ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით, შემდეგ კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანით, საქართველოთი თურქეთსა და ევროპაში. ეს საინტერესოა აგრეთვე სომხეთისთვის, რადგანაც ამ შემთხვევაში ის იქნება აბრეშუმის გზის ნაწილი. ერთი წლის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სომხეთი მიიწვია თანამშრომლობისთვის „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, ხოლო დაახლოებით ოთხი თვის წინ აზერბაიჯანულმა მხარემ წარადგინა წინაპირობა, რაც გამოიხატებოდა „სამშვიდობო ხელშეკრულების“ არსებობაში.

„ვფიქრობ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რაზე შეთანხმდებიან მხარეები ორმხრივად: საქართველო-თურქეთი, საქართველო-აზერბაიჯანი, ასევე აზერბაიჯანი-თურქეთი და ასევე სამმხრივი მოლაპარაკებების გზით, და თუ ეს შეთანხმებული უნდა იქნეს ჩინეთთან და ყაზახეთთან, ვფიქრობ სომხეთის მონაწილეობის საკითხის გადაჭრა სომხეთის გარეშე, არ იქნება მართებული“.

თათულ მანასერიანს მიაჩნია, რომ ჯერ უნდა ვისაუბროთ გამოწვევებზე და საფრთხეებზე და შემდეგ დავიწყოთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ამისთვის კი საერთაშორისო სტრუქტურების მანდატი უნდა იყოს გამოყენებული, რადგან თუ ვსაუბრობთ „3+3“ ან „3+2+1“ ფორმატებზე, ხოლო „სომხეთი-საქართველო-აზერბაიჯანი“ ფორმატი ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ.

„რეგიონის ამ სამ ერთეულს ჯერ კიდევ აქვს ერთმანეთთან ურთიერთობის პრობლემა, ჩემი აზრით, და პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ საერთო საფრთხეებზე, რაც ასევე შეიძლება იყოს კარგი პლატფორმა თანამშრომლობის დასაწყებად, რადგან ეკონომიკური თანამშრომლობა საერთო საშიშროებების განხილვის გარეშე რეალური ვერ იქნება“.  

ამავე ლოგიკის ფარგლებში განიხილავს საკითხს პოლიტოლოგი სურენ სურენიაცი.

„რადგან სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები არ არის მოწესრიგებული ან არ არსებობს შეთანხმება, ბუნებრივია, რომ სომხეთი კვლავაც დარჩება რეგიონული კომუნიკაციების გარეთ.  ეს თითქმის აქსიომური ჭეშმარიტებაა. ასევე, კონფლიქტის გადაწყვეტა უნდა ვეძებოთ რეგიონულ ფორმატებში, კერძოდ, „3+3“-ში, რადგან კომუნიკაციების განბლოკვა და კონფლიქტების მოგვარება ურთიერთდაკავშირებული პროცესებია. გულუბრყვილობაა იმის ფიქრო, რომ ჩვენ შევძლებთ ჩინეთთან ურთიერთობის დამყარებას, რეგიონალურ  მეზობლებთან პრობლემების მოგვარების გარეშე“.  

თბილისი-ბაქო-ანკარას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მარტში დაგეგმილი სამმხრივი შეხვედრის დღის წესრიგში იქნება  2017 წელს ექსპლუატაციაში გადაცემული  ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკითხი. აქ თათულ მანასერიანი ვარაუდობს, რომ ერევანმა არ ითხოვს, არამედ მოითხოვოს, რომ მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს საზღვაო ნავსადგურების ობიექტებით უფასოდ და ამისთვის საჭიროა რამდენიმე კონვენციის რატიფიცირება:

„სომხეთი არის ზღვაზე გასასვლელი ქვეყანა და ჩვენ რატიფიცირებული გვაქვს მხოლოდ ორი საერთაშორისო კონვენცია, რომლებიც დაკავშირებულია ზღვაზე გასასვლელის პრინციპებთან. იმავდროულად, გარდა 1982 წლის კონვენციისა და სომხეთის მიერ 2019 წელს რატიფიცირებული ბოლო კონვენციისა, EAEU ქვეყნების ფარგლებში, ჩვენ უნდა დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და მოვთხოვოთ როგორც თურქეთს, ასევე საქართველოს კომუნიკაციების გახსნა.

რას ამბობს ეს კონვენციები: „ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ზღვის სანაპირო, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ იმ სახელმწიფოების ზღვაზე წვდომა,  რომლებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა.

ეს ქვეყნები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ სომხეთისთვის   ზღვის თავისუფალი სანაპირო. საქართველო აძლევს სომხეთს ამის შესაძლებლობას, მაგრამ აწესებს სატრანზიტო  გადასახადს, ორჯერ მეტს, ვიდრე აზერბაიჯანთან, რაც ასევე კონვენციის დარღვევაა, ამბობს ექსპერტი და ამტკიცებს, რომ აუცილებელია სანავიგაციო და საზღვაო სამართლის შესახებ შესაბამისი კონვენციების რატიფიცირება და მათი შესაძლებლობების გამოყენება.

ნახეთ მეტი
Back to top button