
სომხეთის რესპუბლიკასა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობები ღრმაა და სომხეთი რჩება ამ ურთიერთობების ერთგული.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიუნხენსა და მიმდებარე რეგიონებში სომხური თემის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენი ურთიერთობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ღრმაა და ჩვენ ამ ურთიერთობების ერთგული ვართ. მაგრამ ეს ერთ-ერთი იმ შემთხვევათაგანია, რომ ყველაფერი მარტივი არ არის. ჩვენი კარგი ურთიერთობა ირანთან იწვევს დაძაბულობას ზოგიერთ ადგილებში, ჩვენი კარგი ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან იწვევს დაძაბულობას ირანში“, – განაცხადა ფაშინიანმა.







