პოლიტიკა
1720-ზე მეტი პატრულირება 365 დღეში – სომხეთში ევროკავშირის მისიის განთავსებიდან ერთი წელი გავიდა

ევროკავშირის სამოქალაქო მისიამ სომხეთში გუშინ თავისი საქმიანობის პირველი წელი აღნიშნა.
365 დღის განმავლობაში მისიამ 1720-ზე მეტი პატრულირება შეასრულა.
„მიუხედავად ცუდი ამინდისა მისია აგრძელებს საპატრულო საქმიანობას“, – ნათქვამია მისიის X-ის გვერდზე.







