
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნი უახლოეს მომავალში სომხეთს ეწვევა, განაცხადა მინისტრმა რადიოსადგურ RTL-ის ეთერში.
„ჩვენი მოვალეობაა დავეხმაროთ სომხეთს ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში. მე მალე სომხეთში გავემგზავრები პარლამენტარებისა და მრეწველების მრავალრიცხოვან დელეგაციასთან ერთად“, – განაცხადა მინისტრმა.
“საფრანგეთი აწვდის სამხედრო ტექნიკას სომხეთს, მეგობარ ქვეყანას, მხოლოდ თავდაცვითი მიზნებისთვის”, – აღნიშნა მან.
სომხეთის თავდაცვის მინისტრი სურენ პაპიკიანი ასევე ორდღიანი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა საფრანგეთში, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ის იქ მონაწილეობას მიიღებს წინააღმდეგობის მოძრაობის სომეხი გმირის, მისაკ მანუშიანის ნეშტის გადასვენებაში.







