
იგეგმება ახალი საჰაერო მარშრუტები ერევნის მიმართულებით 2024 წელს. საავიაციო კომიტეტი დეტალებს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება რეისი ერევანი-ბერლინი-ერევანი, ავიაკომპანია Wizz Air დაიწყებს ბუდაპეშტი-ერევანი-ბუდაპეშტის მარშრუტს, დაგეგმილია ფრენები ერევნიდან ლიონისა და მარსელის მიმართულებით.
ამის შესახებ „არსენპრესთან“ საუბარში სრ სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ სტეპან პაიასლიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2023 წელს პირველად ჰყავდათ ავიაკომპანია საუდის არაბეთიდან, რომელიც ფრენებს 4-5 თვე ახორციელებდა, რის შემდეგაც შეჩერდა, მაგრამ ივნისიდან განაახლებს ოპერირებას.







