მთავარიპოლიტიკა

სომხეთის  საელჩომ კომენტარი გააკეთა რუსეთის ფედერაციის მიერ ზემო ლარსის გავლით სომხური მანქანების გადაადგილების აკრძალვის შესახებ

რუსი პარტნიორები არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება 6 მარტიდან ზემო  ლარსის საგუშაგოზე სომხური მანქანების გავლა აეკრძალოს. ამის შესახებ რუსეთში საქართველოს საელჩოს ზემო  ლარსის საგუშაგოზე საბაჟო ატაშემ ვაჰან ჰაკობიანმა 5 მარტს NEWS.am-ის ჟურნალისტთან საუბარში მედიის შესაბამისი ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

„მე ვიცნობ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. თუმცა, რუსმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ასეთი საუბრები და მითითებები არ ყოფილა. მათ დაამატეს, რომ ამის შესახებ პირველად ესმით.

ამ დროისთვის არანაირი შეზღუდვა არ არის, საზღვარი ღიაა, ტვირთი რეგისტრირებულია. არანაირი დაბრკოლება არ არსებობს“, – განაცხადა ჰაკობიანმა.

მისი თქმით, საგუშაგოზე მანქანების დაგროვება არ არის, გზა ღიაა, მანქანები ჩვეულ რეჟიმში გადიან.

ნახეთ მეტი
Back to top button