მთავარიპოლიტიკა

მოსკოვი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებს სომხეთის წინააღმდეგ თავისი გავლენის შესანარჩუნებლად  –  ექსპერტი

ვაშინგტონი სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მოსკოვს რეგიონულ დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მკაცრ განცხადებებზე, რომლებიც, ვაშინგტონის თქმით, ასახავს მოსკოვის გამკაცრებულ პოლიტიკას მეზობლების მიმართ. ამ გამკაცრებას სომეხი ექსპერტებიც აფიქსირებენ და შეახსენებენ, რომ სომხეთის ნაბიჯები რუსეთის ქცევით არის განპირობებული.

რუსეთის მთავრობის რიტორიკა რეგიონში დესტაბილიზაციას ახდენს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბოლო განცხადებების საპასუხოდ განაცხადა. ამერიკელი ჩინოვნიკი მიუთითებს სომხეთსა და მოლდოვაზე და აღნიშნავს, რომ რუსეთის მეზობლები შეშფოთებულნი არიან მოსკოვის მუქარის შემცველი რიტორიკით და შემდგომი ქმედებებით. მილერი აღნიშნავს, რომ რუსეთი,  სომხეთს ადანაშაულებს დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში და არსებითად აფრთხილებს, რომ ამას შედეგები მოჰყვება.

მანამდე ლავროვი აცხადებდა, რომ დასავლეთის ინტერესებს ყოველთვის ემსახურებოდა „გაყავი და იბატონე“ პრინციპი, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდიდან ხორციელდებოდა. მისი შეფასებით, დასავლეთი ერევა რუსეთსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობებში ყოფილი სსრკ-ის ევროპულ ნაწილში და ამიერკავკასიაში.

პოლიტოლოგი რობერტ ღევონდიანის თქმით, ლავროვის განცხადებები არის პასუხი სომხეთის ქმედებებზე დ არის შედეგები მოსკოვის უმოქმედობისა თუ ქმედებებზე.

„აშკარაა, რომ სომხეთს უნდა ეძია თავისი უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის სხვა გზები, რაც აშკარად არ მოსწონს რუსეთს, ამიტომაც გვესმის ასეთი განცხადებები და მილერის პასუხი დაახლოებით  ემთხვევა იმას, რასაც რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს სომხეთში.  დიახ, მართლაც, რუსეთი ახორციელებს უცნაურ პოლიტიკას ყველა მეზობლის მიმართ, რომლის მთავარი იდეა, მაგალითად, მედვედევის თქმით, არის ის, რომ ამ მეზობლებს არ აქვთ დამოუკიდებლად არსებობის უფლება და უნდა გახდნენ რუსეთის ნაწილი.

პოლიტოლოგის თქმით, რუსეთი ეცდება ბოლომდე შეინარჩუნოს თავისი გავლენა მეზობლებზე და ამისთვის ყველა შესაძლო ზომას გამოიყენებს. გამოიყენებს ყველა არსებულ ჰიბრიდულ და პროქსი ინსტრუმენტს.

„არის უკვე დაწყებული ჰიბრიდული ოპერაციები, მეხუთე სვეტი. სერიოზული პრობლემები გვექნება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან 1 აპრილიდან, როდესაც სომეხი ბიზნესმენები იძულებულნი იქნებიან, ბევრ პროდუქტზე ჰქონდეთ ევრაზიული სერტიფიკატი, რაც საერთოდ არ შეეფერება ჩვენს ბაზარს. ვარაუდობ, რომ საკმაოდ სერიოზული ფასები იქნება, ანუ არის ზომები, რომლებსაც რუსეთი უკვე იყენებს და სამწუხარო ის არის, რომ იყენებს მაშინ, როცა სომხეთს არაფერი გაუკეთებია, თუ არ ჩავთვლით განცხადებებს და რომის სტატუტის რატიფიკაციას“.

საერთაშორისო ექსპერტი დავით კარაპეტიანის თქმით, მოსკოვმა ერევანს დრო მისცა საბოლოო გადაწყვეტილების  მისაღებად.  „ჩვენ ყველამ ვიცით, რა სახის განცხადებებსა თუ ულტიმატუმებზე ილაპარაკებს ლავროვი, რადგანაც  ამბობს:  გადაწყვიტე, ტოვებ კუხო-ს, თუ არაო.  ნებისმიერ შემთხვევაში  სომხეთი თვითონ დატოვებს კუხოს  საკუთარი განცხადების საფუძველზე, ან ორგანიზაცია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, სომხეთის, როგორც ზედმეტი რგოლის ჩამოშორების შესახებ.

„ახლა მახსენდება ალენ სიმონიანის სიტყვები, როცა ამბობდა: „ჯერ კიდევ საკითხავია სომხეთმა დატოვა კუხო, თუ კუხომ დატოვა სომხეთი“.   ამ კონტექსტში, ბუნებრივია, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ ბუმერანგის ბრალდებებს შეიძლება მოჰყვეს  უფრო სერიოზული შედეგები სომხეთისათვის და  ღმერთმა ნუ ქნას  შევიძინოთ ისეთი მტერი,  როგორიცაა რუსეთი.

პოლიტოლოგი რობერტ ღევონდიანის აზრით,  სწორი იქნება, თუ სომხეთი არ დაელოდება კუხო-ს  ან რუსეთის გადაწყვეტილებას, არამედ გადადგამს  პირველ ნაბიჯს და დატოვებს კუხოს, რათა შემდეგ არ აღმოჩნდეს, რომ სომხეთი, როგორც ზედმეტი რგოლი ამ ორგანიზაციაში, ავტომატურად გარიცხეს სტრუქტურიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button