პოლიტიკა

ნათანიაჰუ: ისრაელი არ მოითმენს შეგონებებს ერდოღანისაგან,   რომელიც უარყოფს სომხურ ჰოლოქოსტს

ისრაელი არ მოითმენს ერდოღანის შეგონებებს,  რომელიც უარყოფს სომხების ჰოლოკოსტს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის X მიკრობლოგში დაწერა.

 „ომის კანონების ერთგული ისრაელი არ მოითმენს ერდოღანის მორალს, რომელიც მხარს უჭერს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მკვლელებს და მოძალადეებს, უარყოფს სომხების ჰოლოკოსტს და აწყობს ქურთების მასობრივ ხოცვა-ჟლეტას თავის ქვეყანაში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და მისი გუნდი შეუერთდა ადოლფ ჰიტლერის,  ბენიტო მუსოლინისა და იოსებ სტალინის რიგებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელს ჯერ არ უღიარებია სომეხთა გენოციდი. უფრო მეტიც, ის აგრძელებს იარაღის მიწოდებას აზერბაიჯანისთვის, რომელიც არ მალავს თავის შორსმიმავალ გეგმებს სომხეთის ტერიტორიაზე და პარადოქსულად რჩება როგორც თურქეთის, ისე ისრაელის ახლო მოკავშირედ.

ნახეთ მეტი
Back to top button