
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, თუ რატომ განაცხადა მან 2023 წელს მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანული აგრესიის დროს, რომ იმ დროს მთიანი ყარაბაღის მშვიდობიანი მოსახლეობას პირდაპირი საფრთხე არ ელოდა. როგორც “ARMENPRESS”-ი იუწყება, პრესკონფერენციაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ განცხადება გააკეთა, რათა მთიანი ყარაბაღის სომხებს მთიან ყარაბაღში დარჩენის საშუალება ისცემოდათ.
„ვნახე, რომ ყველაფერი კეთდებოდა, რომ მთიანი ყარაბაღის სომხები რაც შეიძლება მალე წასულიყვნენ, და ჩემი მესიჯი იყო, რომ წასვლა ყოველთვისაა შესაძლებელი, ხვალ, ზეგ. ჩემი განცხადების შემდეგ მთიანი ყარაბაღის მოქალაქეებს შორის მკვლელობის მცდელობები არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას, ეს აფეთქებაც მოხდა სიჩქარის გამო, როდესაც ადამიანები მოაწყდნენ გზას და მათ უთხრეს ბენზინის აღება შეუძლიათ, ისინიც ყოველგვარი კონტროლის გარეშე ცდილობდნენ ბენზინის მიღებას“ – თქვა ფაშინიანმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ დღეებში მან დაინახა, რომ არსებობს გარე ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მთიანი ყარაბაღის სომხებიდან დაცლაში და ხელს უწყობენ აზერბაიჯანელებს მათ განდევნაში.
„რატომ, იმიტომ, რომ გამოაცხადეს სომხეთში ხელისუფლების ცვლილების დაწყება და დაინახეს, რომ მათი რესურსები სომხეთში არ იყო საკმარისი რევოლუციის მოსაწყობად და მათ სჭირდებოდათ სომხეთში რესურსების შემოტანა თუნდაც ყარაბაღის ფასად, რომ გადატრიალება შესაძლებელი ყოფილიყო. ეს განწყობა დღესაც არის შენარჩუნებული. ისინი მოქმედებენ დევიზით: „მაშინ არ გამოგვივიდა – ახლა გამოგვივა“ – თქვა ფაშინიანმა.







