საერთაშორისო

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის 97%-მა ხმა პუტინს მისცა

როგორც NETGAZETI.GE წერს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის საელჩოს მინისტრმა და მრჩეველმა ალექსანდრ ჟუროვმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის 97%-მა ხმა მოქმედ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მისცა.

რუსეთის საელჩოს წინასწარი მონაცემებით, დე ფაქტო რესპუბლიკის 12 საარჩევნო უბანზე 17 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად.

რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატმა ნიკოლაი ხარიტონოვმა და “ახალი ხალხის” კანდიდატმა ვლადისლავ დავანკოვმა ხმების 1%, ხოლო რუსეთის ლიბერალ დემოკარატიული პარტიის წარმომადგენელმა ლეონიდ სლუცკიმ 0.7% დააგროვეს.

ნახეთ მეტი
Back to top button