პოლიტიკა

19 მარტს სომხეთს ეწვევა ნატოს გენერალური მდივანი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 19 მარტს სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ალიანსის პრესსამსახური.

„19 მარტს ბ-ნი სტოლტენბერგი ერევანში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტთან, ბატონ ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან“, – ნათქვამია წერილში.

რეგიონული ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი 18 მარტს აზერბაიჯანში გაემგზავრება, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვთან.

იმავე დღეს  ნატოს გენერალური მდივანი თბილისშიც გაემგზავრება. იქ ის საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება.

ნახეთ მეტი
Back to top button