პოლიტიკა

თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი, რომ ამით სხვა ავტორიტარული სუბიექტები წახალისდებიან –  სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა.

“ARMENPRESS”-ის  ცნობით, სტოლტენბერგი ამ თემას ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში შეეხო.

„რუსეთის ომი უკრაინაში არის გამაფრთხილებელი შეხსენება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია არ დვაფასოთ მშვიდობა.  მივესალმები თქვენს სოლიდარობას უკრაინასთან და მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პუტინმა ომი არ მოიგოს“, – განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა დასძინა, რომ ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ რთულია, რის გამოც აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და არა შემცირება.

„თუ პუტინი წარმატებას მიაღწევს უკრაინაში, არსებობს რეალური რისკი, რომ მისი აგრესია აქ არ დამთავრდეს  და სხვა ავტორიტარული სუბიექტები ამით წახალისდნენ“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button