საერთაშორისო

საფრანგეთი გმობს არჩევნების ჩატარებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოსა და უკრაინაში

როგორც „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს, საფრანგეთი გმობს “ე.წ. არჩევნების” ჩატარებას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინასა და საქართველოში.

სააგენტო “როიტერსის” ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ “ეს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მორიგი დარღვევაა”.

“საფრანგეთი არ აღიარებს და არასდროს აღიარებს მომავალში ამ ე.წ. არჩევნების შედეგებს და კვლავ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, ერთიანობას და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ნათქვამია განცხადებაში, სადაც ასევე დაგმობილია საარჩევნო უბნების მოწყობა აფხაზეთის, სამხრეთის ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში და მოლდოვურ ტრანსნისტრიაში, “საქართველოსა და მოლდოვის მთავრობების თანხმობის გარეშე”.

ნახეთ მეტი
Back to top button