პოლიტიკა

რაც არ უნდა ცდილობდეს აზერბაიჯანი სომხების აგრესორობაში დადანაშაულებას, საერთაშორისო სტრუქტურების ფაქტები სხვა რეალობაზე მეტყველებს. ფონდი “გეღარდი”

რამდენადაც ცდილობს აზერბაიჯანი  დაადანაშაულოს სომხები აგრესორობაში და ისლამოფობიაში, საერთაშორისო სტრუქტურების მიერ დადგენილი ფაქტები სხვა რეალობაზე მეტყველებს. Armenpress-ის ცნობით, ამის შესახებ განცხადება სამეცნიერო ანალიტიკურმა ფონდმა „გეღარდმა“ გაავრცელა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკა საკუთარი გენოციდური, სომხების მოძულე პოლიტიკის დასაფარად ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების თვალში სომხეთი და სომხები წარმოაჩინოს აგრესორად, მოძალადე და ქსენოფობიურად, წარმოადგინოს ცრუ პრეტენზიები.

ბაქოს ხელისუფლების პოლიტიკურმა აქტივისტმა და პროპაგანდისტმა ფარვანა ველიევამ ისაუბრა „1987-1991წწ. სომხეთიდან 300 000 აზერბაიჯანელის იძულებითი დეპორტაციის, „ისლამური კულტურული მემკვიდრეობის განადგურების“ შესახებ, სომხეთი ისლამოფობიაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელებმა საბჭოთა სომხეთი ნებაყოფლობით და ძალადობის გარეშე დატოვეს, თავიანთი მოძრავი და უძრავი ქონებაც კი დაუბრკოლებლად გაყიდეს. იგივეს ვერ ვიტყვით სუმგაითში, ბაქოში, განძაკში და სხვა ადგილებში 500 000 სომეხზე, რომლებიც ბეწვზე გადარჩნენ.

სასაცილოა, მაგრამ ბაქო სომხეთს და სომხებს ისლამოფობიაშიც ადანაშაულებს. და ეს მაშინ, როდესაც ქრისტიანი სომხები, რომლებიც სოლიდარობას უცხადებენ სხვა რელიგიებს, მათ შორის ისლამის მიმდევრებს, ანახლებს მათ სულიერ სიწმინდეებს, ხოლო ისლამურ აზერბაიჯანში სრულიად საპირისპირო ხდება. აზერბაიჯანში არა მხოლოდ მეჩეთებს ანადგურებენ, არამედ მორწმუნეებზე მკაცრი შეზღუდვები და ზეწოლა ხდება. აზერბაიჯანში ფაქტიურად ასობით რელიგიური პატიმარია. ბაქო არც კი მოერიდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სპეცოპერაციის ჩატარებას. 2015 წელს ქალაქ ნარდარანში შიიტი მორწმუნეების მიმართ ჩატარებული სპეცოპერაცია მკვლელობებთან და დაპატიმრებებთან ერთად აჩვენებს, თუ როგორ ექცევა ბაქო ისლამსა და მის მიმდევრებს, რომელთა მიმართ ზეწოლა დღემდე გრძელდება.

ისლამური სოლიდარობის დროშის ქვეშ მოქმედი ალიევის რეჟიმი თვეების განმავლობაში თავს არიდებდა პოზიციის გამოხატვას ღაზას სექტორში მიმდინარე ისრაელის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

აზერბაიჯანმა რამდენადაც არ უნდა ეცდოს დაადანაშაულოს სომხები აგრესორობაში და ისლამოფობიაში, ფაქტები, მეტიც, დადასტურებული საერთაშორისო სტრუქტურების მიერ, სხვა რეალობაზე მეტყველებს, რომლის დამალვას ისინი დაჟინებით ცდილობენ ბაქოში“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button