
სომხეთის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებლის, ანდრეი კოვაჩევის ინიციატივით, სომხეთის პარლამენტის წევრებისა და ბელგიაში სრ ელჩის ტიგრან ბალაიანის მონაწილეობით, ევროპარლამენტში გაიმართა კონფერენცია, რომელიც ეძღვნებოდა აზერბაიჯანში მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეების საკითხს.
იგი მოეწყო ევროპარლამენტის მიერ სომეხი სამხედრო ტყვეების შესახებ შესაბამისი რეზოლუციის მიღებიდან 3 წლის შემდეგ შექმნილი სიტუაციის განსახილველად. მთავარი მომხსენებლები იყვნენ სომხეთის წარმომადგენელი საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში იეღიშე კირაკოსიანი, პროგრამის „აღმოსავლეთ ევროპა-სამხრეთ კავკასია. საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის უფლებათა სფეროში“ დირექტორი სიმონ პაპუაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივი გზის“ თანადამფუძნებელი სირანუშ საჰაკიანი, მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის მიგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი არიფ იუნუსი და Libertas 2020 პროექტის წარმომადგენელი, Covcas სამართლისა და რეგულირების ცენტრის თავმჯდომარე ჰილდა ჩობოიანი.
„ბაქოში სომეხი სამხედრო ტყვეების წინააღმდეგ მიმართული ყველა სასამართლო საქმე ეწინააღმდეგება არა მხოლოდ საერთაშორისო კანონს, არამედ თავად აზერბაიჯანის კონსტიტუციასაც. ალიევისთვის მნიშვნელოვანია აჩვენოს, რომ მან არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ოკუპაცია მოახდინა, არამედ ყველას დასჯა“, – ხაზგასმით აღნიშნა არიფ იუნუსმა.
სიმონ პაპუაშვილმა მათთვის ხელმისაწვდომ ფაქტებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სომეხი სამხედრო ტყვეები ექვემდებარებიან უპრეცედენტო სასტიკ წამებას და მოკლებულნი არიან ადვოკატის არჩევის შესაძლებლობას.
„ბაქოს რეჟიმის მიერ დაკავებული პირები არ არიან პატიმრები, ისინი ტყვეები არიან. „აზერბაიჯანი არღვევს სამმხრივ განცხადებას, რომელიც მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელშიც ნათლად არის ნათქვამი, რომ ყველა სამხედრო ტყვე უნდა დაბრუნდეს ორმხრივად“, – განაცხადა ელჩმა ბალაიანმა.
ანდრი კოვაჩოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ტყვეები და დაკავებულები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე.







