საერთაშორისო

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე 225 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე 225 მლნ-იანი ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ცნობას აქვეყნებს bpn.ge

რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის ასაშენებლად სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გუშინ გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენრაციის მიხედვით, საქმე ეხება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა – გველეთის საავტომობილო გზის კმ 0+440 კმ 4+940 (ლოტი 1) მონაკვეთის მშენებლობას.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 6 მაისს დაიწყება და 10 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 224 919 508 ლარია.

სატენდერო პირობების თანახმად, გზის მშენებლობა გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

შეგახსენებთ, რომ გზის ასაშენებლად ტენდერი უკვე მეორედ გამოცხადდა. 1-ლი ტენდერი დეპარტამენტმა გასული წლის ზაფხულში გამოაცხადა. მაშინ შესყიდვაში 5 ჩინური კომპანია მონაწილეობდა. წინადადებების შეფასების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყველა მათგანზე უარყოფი გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტის თანახმად, წინადადებების უარყოფის მიზეზი პრეტენდენტების მხრიდან გამოცდილების ნაკლებობა და დოკუმენტაციის ხარვეზები გახდა. ცნობისთვის, წინა ტენდერის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 245,886 მლნ ლარი იყო.

ნახეთ მეტი
Back to top button