მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პასუხი გასცა  ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ხელისუფლება აპირებს ტავუშის რეგიონის სოფლების გადაცემას

„ARMEBPRESS“-ის  ცნობით, ფაშინიანმა ამ საკითხს ეროვნულ ასამბლეაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის დროს შეეხო.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სომხეთის ხელისუფლება აპირებს ტავუშის რეგიონის 4 სოფლის გადაცემას. მისივე თქმით, ამ შემთხვევაში, საჭიროა მოვითხოვოთა მ ამბის გამავრცელებლისგან, თქვას ტავუშის რაიონის რომელ სოფლებზეა საუბარი.

„ჩვენ ვამბობთ, რომ სომხეთის  მთავრობა მზადაა დაიწყოს დელიმიტაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შემდეგ ზონაში. ეს არ არის სოფლები, არამედ არის საზღვარი სოფლების წინ.  ჩვენ მზად ვართ იმ სოფლების წინ საზღვრების სრული დელიმიტაციისთვის. ბაღანისი სომხეთიდან, ბაღანის აირი აზერბაიჯანიდან. ეს არ არის იგივე სოფლები, აზერბაიჯანში საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობდა სოფელი ბაღანის აირუმი, სომხეთში კი სოფელი ბაღანისი. შემდეგი, სოფელი ვოსკეფარი სომხეთის მხარეს და საზღვარი ვოსკეფარის წინ, რომელიც დაახლოებით აზერბაიჯანული აშაღ ასკიფარას დასახლების ნაწილს შეადგენს. შემდეგ სომხური მხრიდან სოფელი კირანცი და მის მოპირდაპირე აზერბაიჯანული სოფელი ხეირიმლი, ეს ერთი და იგივე სოფლები არ არის. სოფელი ბერქაბერი სომხეთის მხარეს და საზღვრის ის ნაწილი მის წინ, რომელიც დაემთხვევა აზერბაიჯანული მხარის სოფელ ყიზილ ჰაჯილს. მეტიც, სოფელი ყიზლ ჰაჯილი აზერბაიჯანის მმართველობის ქვეშაა“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის რუკაზე მიუთითა, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ რუკაზე არის სოფელი ბაღანისი, სოფელი ბაღანის აირუმი გარეთ არის და ყოველთვის გარეთ იყო. სამოქალაქო ომის დროს სოფელი ბაღანის აირუმი ამ რუკიდან იყო და სოფელი ბაღანისი ყოველთვის იყო, არის და დარჩება ამ რუკაზე. „სოფელი ვოსკეპარი ამ რუკაზეა და ყოველთვის დარჩება ამ რუკაზე, აშაგი ასკიფარა ყოველთვის იყო ამ რუკის მიღმა და დღესაც არის გარეთ. სოფელი კირანც არის ამ რუკაში და იქნება მასში მუდამ, სოფელი ხეირიმლი ამ რუკას მიღმაა და ყოველთვის იყო. სოფელი ბერქაბერი არის ამ რუკაზე და ყოველთვის დარჩება ამ რუკაზე. სოფელი ყიზილ ჰაჯილი ყოველთვის ამ რუკის მიღმა იყო და დღესაც გარეთაა. აშაღ ასკიფარის დასახლება, რომელიც ასე გვაწუხებს, არის აზერბაიჯანული დასახლება ვოსკეპარის მოპირდაპირედ, დღეს ისიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშაა, ყოველთვის იყო აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, საბჭოთა კავშირის დროს იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში. სოფელი ვოსკეფარი არ არის ნახსენები. სხვა საქმეა, რომ, როგორც აღინიშნა, საზღვრის დელიმიტაციის მონაკვეთებთან დაკავშირებით არის პრობლემები ვოსკეპარის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მან დასძინა, რომ მის მიერ აღნიშნულ  რუკაზე ვოსკეპარის მცხოვრებლები არ კამათობენ, არ ამბობენ, რომ არასწორი რუკაა.

ნახეთ მეტი
Back to top button