საერთაშორისო

ტურისა და მგლის პოპულაციების დასათვლელად ველური ბუნების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა

კლიმატის ცვლილების ფონზე ტურისა და მგლის პოპულაციების არეალისა და რიცხოვნობის შესაფასებლად, ასევე მათი მართვის გეგმების შემუშავების მიზნით, ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. ცნობას ქართული მედია ქვეყნებს.

“შესყიდვის მიზანია, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესაბამისად, საქართველომ აიღოს ვალდებულება, მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზება მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG 15) და ევროკავშირის დირექტივებთან”. – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ტენდერის მოთხოვნების თანახმად, პრეტენდენტს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის და მდგრადი მართვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პრიორიტეტულად მიჩნეულია ველური ბუნების, მათ შორის, ტურისა და მგლის მონიტორინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ტენდერის შედეგად შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 355 ათასი ლარია.

ნახეთ მეტი
Back to top button